პირობები

1. კომპანიის შესახებ ინფორმაცია და საქმიანობის სფერო

2. რეგისტრაცია

3. ონლაინ შესყიდვების პროცედურა.

4. მიწოდების პროცედურა

5. გადახდის პროცედურა

6. კონფიდენციალურობა

7. შეკვეთის გაქუმება, შეცვლა/მობრუნების პროცედურა

8. კონტრაქტის შექმნა და ელექტრონული კონტრაქტის გაფორმება

9. კონკრეტული პირობები და გამონაკლისები

1. კომპანიის შესახებ ინფორმაცია და საქმიანობის სფერო

შპს“ფრენდი შოპი“ ინტერნეტ/ონლაინ მაღაზია, რომელიც ეწევა: საკვები პროდუქტები, მზა კვება, სასმელები, საყოფაცხოვრებო ქიამია, ჰიგიენა, ცხოველთა მოვლა, სამეურნეო ნივთები და სხვა პროდუქციის ონლაინ რეალიზაციას. უზრუნველყოფს სწრაფ მიწოდებას თბილისი მასშტაბით , ფრენდი გვთავაზობს, არამხოლოდ სტანდარტულ შეკვეთეს, არამედ მარტივ, სწრაფ, ხმოვან შეკვეთას, რაც მას უნიკალურს და კონკურენტუნარიანს ხდის.

2. რეგისტრაცია

საიტზერეგისტრაცია აუცილებელია, რომ სრულად ისარგებლოთ ჩვენი სერვისებით, იმასათვის, რომ მომხმარებელმა გაიაროს რეგისტრაცია, საჭიროა, ზუსტად იყოს შევსებული თითოეული ველი სადაც თქვენ უთითებთ მონაცემებს. რეგისტრაციის ეტაპები:

· რეგისტრაციის გასავლელად პირველ რიგში უნდა შეხვიდეთ https://frandyshop.ge , გვერდის მარჯვენა მხარეს მოიძიოთ ანგარიში, ჩამოშალოთ და აირჩიოთ რეგისტრაცია, მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი (პირადი მობილური), დარეგისტრირების შემდეგ, თქვენ ხდებით სრულფასოვანი მომხმარებელი და გეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლოთ სრულად ჩვენი სერვისით.

· იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შეცდომები, აუცილებელია, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყოს ზუსტი და სწორი რათა თავიდან აიცილოთ გარკვეული ხარვეზები. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის.

· პირადი ინფორმაციის განახლების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ საიტს https://frandyshop.geან დაუკავშრდეთ ოპერატორს ნომერზე ........ რომელიც დაგეხმარებათ ინფორმაციის განახლებაში.

· ვებ-საიტზე არსებული პროდუქცია შეიძლება განკუთვნილი იყოს +18 პირებისათვის, ამიტომ რეგისტრაციისას თქვენ უნდა დაადასტუროთ, რომ გაეცანით და ხართ სრულწლოვანი და/ან უარყოთ და ვერ ისარგებლებთ ჩვენი მომსახურებებით.

· რეგისტრაციის დროს თქვენ ავტომატურად თანხმდებით, რომ არ დარეგისტრირდებით სხვა პიროვნების ან ორგანიზაციის სახელით.

3. ონლაინ შესყიდვების პროცედურა

ონლაინ მაღაზია „ფრენდი“ გაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლოთ ორი სახის შესყიდვის ფორმით:

1. სტანდარტული შესყიდვის ფორმები - შევდივართ ვებ გვერდზე https://frandyshop.ge , 1) ვირჩევთ კონკრეტულ სექციას და ვირჩევთპროდუქტს, 2) შეგვიძლია, მივმართოთ საძიებო „სერჩს“ და მოვიძიოთ სასურველი პროდუქტი, 3) აგრეთვე შესაძლებელია დეტალური შერჩევისთვის, სექციის ქვეკატეგორიას მივმართოთ და ამ მეთოდით ავარჩიოთ პროდუქტი. მას შემდეგ რაც ავირჩევთ პროდუქტს საჭიროა, სურათის მარჯვენა ქვედა უჯრაში დავაკლიკოთ აღნიშნულ „ + ‘’ ნიშანს რის შემდგომ თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი, მაშინვე ჩავარდება ვირტუალურ კალათში.

2. ხმოვანი შეკვეთა, - აღნიშნული ფუქცია, საქართველოს ბაზარზე ინოვაციური გახლავთ, საკმაოდ მოქნილი, მოხერხებული და აპრობირებულია მსოფლიოში. იგი შესაძლებლობას, აძლევს მომხმარებელს ნებისმიერი ადგილიდან, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, პირდაპირ შეუკვეთოსმისთვის სასურველი პროდუქცია.

: შედიხართ https://frandyshop.ge მარჯვენა ზედა კუთხეში ირჩევთ ხმოვან შეკვეთას, აკლიკებთ მას და იწყება ხმოვანი ბრძანების ჩაწერა, შემდგომ სურვილისამებრ, ასახელებთ პროდუქტებს რისი შეძენაც გსურთ, პარალელურად ივსება ვირტუალური კალათი, გიკავშირდებიან კომპანიის ოპერატორები, დაახლოებით 1-დან 5-ი წუთის განმავლობაში, ხდება შეკვეთის დაზუსტება, ამ დროს თქვენ შეგიძლიათ დაადასტუროთ ან შეცვალოთ შეკვეთა. ამით სრულდება ხმოვანი შეკვეთა.

4. მიწოდების პროცედურა

მას შემდეგ რაც, მომხმარებელი გაივლის პროდუქციის შერჩევა/შეკვეთის პროცედურას, დაადასტურებს შეკვეთას, შეძენილი პროდუქციის მიწოდება, მის მიერ წინასწარ განსაზღვრული დღის და დროის მიხედვით მოხდება. კომპანიის კურიერები, წინასწარ დადგენილ ვადებში მოგიტანენ შეკვეთას, იმ მისამართზე რომელსაც მიუთითებთ. აუცილებელია, რომ მისამართი იყოს სწორედ მითითებული. ასევე აღსანიშნავია, რომ თქვენს მიერ შეძენილ პროდუქციაში შესაძლებელია არსებობდეს, პროდუქცია რომელიც განკუთვნილია +18 პირებისათვის აღნიშნულ შემთხვევაში პასუხისმგებლობა კლიენტს ეკისრება. მას შემდეგ რაც მოხდება შეკვეთის ჩაბარება, საჭიროა მიმღების ხელმოწერა, რომ მან ჩაიბარა ამანათი და ყველაფერი წესრიგშია. თავისმხრივ კომპანია უზრუნველყოფს, რომ კურიერების მიერ დაცული იყოს პროდუქციის მიწოდების ნორმები, რაც გულისხმობს პროდუქციის სათანადო შეფუთვა/განლაგებას, დაცული იყოს პროდუქციის პირვანდელი სახე, გათვალისწინებული იქნება პროდუქციის სახეობის და შენახვა/გადაზიდვის საშუალებები შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად, რაც თავის მხრივ გიქმნით დამატებით კომფორტსა და სანდოობას.

5. გადახდის პროცედურა

გადახდის განხორციელება ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ნებისმიერი ბანკის Visa/Mastercardბარათის საშუალებით, ზემოთ ნახსენები პროცედურების გავლის შემდეგ საიტის მიერ იქნება მოთხოვნილი თქვენი ბარათის პირადი მონაცემები როგორიცაა, ბარათის უნიკალური ნომერი, მოქმედების ვადა და შესაბამისი CC კოდი, რომლის მითითების შემდეგ ხდება თქვენი მონაცემების მიმოცვლა და შესაბამისი თანხის არსებობის შემთხვევაში მოგეჭრებათ ზუსტად იმ ოდენობის თანხა რაც მითითებულია თქვენს საბოლოო შენაძენზე. აღსანიშნავია, ჩვენი კომპანია არანაირ დამატებითი საკომისოს გადახდას არ გაკისრებით.

6. კონფიდენციალურობა

თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კომპანიის საქმიანობისათვის, მასთან წვდომა ექნება მხოლოდ კომპანიის შიდა პერსონალს, რომელიც უშუალოდ გემსახურებათ .ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ჩვენ მომხმარებელს და მათ მიერ მოწოდებულიინფორმაცია უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის და ჩვენი კომპანიის სანდოობისთვის. ინფორმაციასთან ასევე წვდომა ექნება, სამართალდამცავ ორგანოებს უშუალოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პერიოდულად გაცნობოთ, ჩვენი არსებული და სამომავლო გეგმების შესახებ, მათშორის აქციების და სხვა თქვენთვის სასარგებლო ინოფრმაციაSMS ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

7. შეკვეთის გაუქმება, შეცვლა/მობრუნების პროცედურა

შეკვეთის გაუქმება, შეცვლა/მობრუნება შესაძლებელია როგორც დამკვეთის ასევე კომპანიის მიერ, პროცედურა შემდეგნაირია:

კომპანიის მიერ შეკვეთის გაუქმება:

1. თქვენს მიერ შერჩეული პროდუქცია არ აღმოჩნდა იმ დროისთვის კომპანიის საწყობში.

2. არ მოხერხდა, თქვენი საბარათე ანგარიშიდან განხორციელებული ტრანზაქციის ავტორიზაციის უზრუნველყოფა.

3. მას შემდეგ, რაც კლიენტი გააკეთებს შეკვეთას, უნდა მოხდეს მისი ჩაბარება მითითებულ მისამართზე, იმ შემთხვევაში თუ კლიენტმა ვერ მოახერხა კურიერის მიერ მოტანილი შეკვეთის ჩაბარება აღნიშნული ამანათი ბრუნდება კომპანიის ოფისში და ინახება 3 დღის განმავლობაში, თუმცა ამანთში არსებული შემადგენლობის ვარგისიანობაზე კომპანია იხსნის ვალდებულებას (შესაძლებელია იყოს მალფუჭებადი პროდუქცია რომელიც დროის გათვალისწინებით გაფუჭდეს/დაზიანდეს), იმ შემთხვევაში თუ 3 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა კლიენტის მიერ ადგილზე მისვლა და ამანათის წაღება, ასევე თუ კლიენტმა არ მოითხოვა განმეორებით ამანათის მიწოდება (რა შემთხვევაშიც იხდის კლიენტი სტანდარტულ მიწოდების ორმაგი ოდენობის ჰონორარს) ხდება ამანათის ჩამოწერა/განადგურება და აღარ ექვემდებარება დაბრუნებას.

შეკვეთის გაუქმება, შეცვლა/მობრუნება კლიენტის მიერ:

1. შესაძლებელია შეკვეთის გაუქმება სანამ კლიენტი განახორციელებს გადახდის პროცედურას.

2. შესაძლებელია შეკვეთა გაუქმდეს, თუ მომხმარებელს ვერ მიაწოდეს დათქმულ დროში ამანათი და შემდეგ არ დახვდა ან უარი განაცხადა ამანათის მიღებაზე.

3. შესაძლებელია შეკვეთა გაუქმდეს, თუ მომხმარებელს ვერ მიაწოდეს შესაბამისი ნორმების გათვალისწინებით დაცული ამანათი (იგულსხმება საკვები პროდუქციის არასაკვებ პროდუქციაში არევა, ჰერმეტიულობის დარღვევა, პროდუქციის წონის გათვალისწინებით თუ მძიმეა პროდუქცია, არის დალაგებული შედარებით რბილ და მალფუჭებად პროდუქციაზე, თუ ვადაგასულია პროდუქცია და ყველა ის შემთხვევა რაც განაპირობებს პროდუქციის დაზიანება პირვანდელი სახის ცვლილებას)

4. იმ შემთხვევაში თუ ზემოთ ნახსენები რომელიმე ნორმის დარღვევის გამო კლიენტი მოისურვებს შეკვეთის გაუქმებას მას აქვს უფლება იგივე თანხის ფარგლებში შეარჩიოს პროდუქცია და ახლიდან ისარგებლოს ჩვენი სერვისით, ასევე შესაძლებელია ნაკლები ღირებულების პროდუქციის შერჩევა და კლიენტს განსხვავება დაუბრუნდება საკუთარ საბანკო ანგარიშზე 7 კალენდარული დღის განმავლობაში, ამასთან თუ კლიენტი უარს განაცხადებს ამანათის მიღებაზე და არ სურს კვლავ შესყიდვის განხორციელება მას უბრუნდება სრულად თანხა 7 კალენდარული დღის განმავლობაში.

5. ყველა ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო შესაძლებელია შეკვეთის გაუქმება, მაგრამ აუცილებელია, რომ ამანათის ჩაბარებისას კურიერის თანდასწრებით მოხდეს გადამოწმება და ხარვეზების დაფიქსირება. სხვა შემთხვევაში ჩაბარების შემდეგ პრეტენზია აღარ განიხილება.

8. კონტრაქტის შექმნა და ელექტრონული კონტრაქტის გაფორმება

ტექნიკურად თქვენსა და ჩვენს შორის კონტრაქტის გაფორმება მოითხოვს შემდეგს:

· მას შემდეგ რაც კალათაში განათავსებთ არჩეულ პროდუქციას განახორციელებთ ყიდვას

· დაეთახმებით გადახდის პირობებს და განახორციელებთ გადახდას

· შეკვეთის დადასტურება და კონტრაქტის გაფორმება დასრულდება როდესაც მიიღებთ თვენს მიერ შეკვეთილი პროდუქციას.

· ავტომატურად თქვენს მიერ ზემოთ ხსნებეული საფეხურების გავლის შემდეგ ითვლება, რომ თქვენ უკვე გაეცანით ჩვენი კომპანიის პირობებს და ეთანხმებით, რის საფუძველზეც ავტომატურად ფორმდება კონტრქტი.

· კონტრაქტი იდება ქართულ და ინგლისურ ენაზე.

9. კონკრეტული პირობები და გამონაკლისები

· ასაწონი პროდუქციის შეკვეთისას, კომპანია იტოვებს უფლებას დაუშვას მცირე ცდომილება (მაგალითად 100 გრამის ნაცვლად შესაძლებელია მოგეწოდოთ 105 და/ან 0,950 გრამამდე ცდომილებით);

· მოქმედი კანონმდებლობის თანახმად აკრძალულია ალკოჰოლური სასმელისა და თამბაქოს მიყიდვა 18 წლამდე ასაკის პირებისთვის.

· ამანათის მიწოდების სტადარტული ღირებულება გახლავთ 5 (ხუთი) ლარი, იმ შემთხვევაში თუ შენაძენის ღირებულება არ აღემატება 100 ლარს, ხოლო 100 ლარს გადააჭარბებს მიწოდება უფასოა.

· ამანათის შესახებ ნებისმიერი პრეტენზია განიხილება მხოლოდ მის ჩაბარებამდე, ხოლო ამანათის ჩაბარების შემდეგ აღარ მიიღება.

· თქვენ ყოველთვის გადაიხდით იმ საფასურს, რა ფასიც იქნება კონკრეტულად პროდუქციას შეძენის დროს საიტზე;

· პრდუქციის შეცვლა/მობრუნების დროს მოქმედებს იგივე ფასი რაც დაფიქსირებული იყო შეკვეთის განთავსების მომენტში.

· შეკვეთის შესწორება/დაკორექტირება შესაძლებელია ბარათის მონაცემების შევსებამდე.

· ინტერნეტ მაღაზიის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ფიზიკური და იურიდიული პირებისათის .

· თქვენი კმაყოფილება/უკმაყოფილების გამოხტვა შესაძლებელია როგორც კომპანიის გვერდზე ასევე ოპერატორებთან ზარის განხორციელების საშუალებით.

· კომპანია იტოვებს უფლებას თქვენი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს ან გააუქმოს დროებით ან სამუდამოდ აღნიშნული ვებ-საიტი ან მისი ნებისმიერი ნაწილი.

· კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს ნებისმიერი პირობა დროთა განმავლობაში, ხოლო თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით ვალდებული ხართ რეგულარულად შეამოწმოთ შეცვლილი/განახლებული პრობები. ამასთან თუ თქვენ კვლავ გააგრძელებთ ჩვენი მომსახურებით ავტომატურად ნიშნავს თქვენს თანხმობას ჩვენს მიერ შეცვლილ პირობებზე.

· გაითვალისწინეთ, რომ ვებ-საიტზე არსებული ზოგიერთი სახის მომსახურება განკუთვნილია მხოლოდ 18 წელზე მეტი ასაკის მქონე პირებისათვის.

· ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევზღუდოთ მიწოდება ზოგიერთ ტერიტორიაზე , ან უარი ვთქვათ კონკრეტული პიროვნების მომსახურებაზე რომელთანაც მუდმივად იქმნება რაიმე სახის პრობლემა.

· 18 წლამდე ასაკის პირებისათვის ამანათის ჩაბარება დაუშვებელია, აღნიშნულ დროს ამანათს იბარებს მეურვე.

· შეკვეთის მიწოდება ხორციელდება ------ საათიდან ------ საათამდე.

· ინტერნეტ მაღაზია იტოვებს უფლებას აღნიშნულ ვებ-საიტზე განათავსოს რეკლამის შემცველი ინფორმაციები, ასევე აღნიშნულიდან გამომდინარე შესაძლებელია ჩვენი გვერდის ვიზიტის დროს შეგხვდეთ სხვადასხვა სახის სარეკლამო მასალები/რგოლები.

კალათა

დაამატე კალათაში პროდუქტები სწრაფად და კომფორტულად

გვერდი გაშვებულია
სატესტო რეჟიმში